ჩვენი ისტორია და გამოცდილება
სკოლა ჩემპიონი დაარსდა 2007 წელს.
სკოლის დამფუძნებლები არიან- ელგუჯა გუგუშვილი, ოთარ კორღილაძე და გიორეგი მაჭარაშვილი. 2007 წლიდან სკოლა მონაწილეობას იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოებულ ტურნირებში ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
სკოლის დაარსებისთანავე 2007 წელს , ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირზე 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელების გუნდი გახდა ტურნირის გამარჯვებული. გუნდში თამაშობდნენ ბექა მიქელაძე და ლევან მაჭარაშვილი, რომელიბიც დღეს თამაშობენ ევროპულ კლუბებში. ბექა მიქელაძე რუსეთის პრემიერ ლიგაში კლუბ ყაზანის რუბინში, ლევან მაჭარაშვილი ლიტვის უმაღლეს ლიგაში კაუნასის ჰეგელმან-ში .
2008 წელს ჩემპიონის გუნდმა მოიგო ბენდელას თასი 1996 წელს დაბადებული ფეხბურთელებით, ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ოთარ კობახიძე და პაპუნა პაპავა, რომლებიც ამჟამად თამაშობენ ეროვნულ ლიგაში.
სკოლა ჩემპიონი ასევე არის მრავალი სხვა ტურნირის პრიზიორი -მშვიდობის თასი; თბილისის თასი.
2011 წელს ჩემპიონის გუნდმა მოიგო ელიტ ლიგა.
სკოლამ დაარსა ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალი 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელებით სადაც თამაშობდნენ ეროვნული ლიგის ფეხბურთელები - გიორგი ჯინჯოლავა; თორნიკე მეგრელიშვილი; ბექა დარცმელია და ეროვნული ლიგა ორის ფეხბურთელი ივანე ოქროპირიძე.
2001 წელს დაბადებული ფეხბურთელების გუნდით სკოლამ მოიგო ელიტ ლიგა, სადაც თამაშობდნენ - ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ როტორი; დავით ლორთქიფანიძე იტალიის სერია B .
სკოლა ჩემპიონის აღზრდილებს შორის არიან მოქმედი ფეხბურთელები - თორნიკე ძოწენიძე -ეროვნული ლიგა "კლუბი თელავი". გიორგი მირზიკაშვილი ეროვნული ლიგა "კლუბი დინამო თბილისი".
2021 წლიდან სკოლაში გაიხსნა ფეხბურთელების ინდივიდუალური მომზადების ცენტრი

