რატომ არის დაბალი დასწრება წელს
- championvake
- Mar 15, 2022
- 1 min read
პანდემიიდან გამომდინარე
აღსანიშნავია, რომ ბავშვებზე კორონავირუსის ზეგავლენა მხოლოდ ჯანმრთელობის რისკებით არ შემოიფარგლება. მარტის შემდეგ არ შეცვლილა ერთი მონაცემი − იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სახლში მოუწიათ დარჩენა და სკოლაში ვერ დადიან: 592 000 ბავშვი. საგანგებო რეჟიმისა და კარანტინის შემოღებამ ზეგავლენა მოახდინა ბავშვების კეთილდღეობის მომსახურებებზე საქართველოს მასშტაბით - მათ შორის, ანტენატალური, ექიმის სახლში ვიზიტის, ბავშვთა დაცვის სერვისებზე და, რასაკვირველია, ბავშვების განათლებაზე.
“გიორგი ჩიტაური - 17-წლამდელებს პანდემია დაეტყოთ, მაგრამ კარგი თაობაა #1TVSPORT”

ამ ზაფხულს გამოთავისუფლებული დრო ფეხბურთის ასოციაციებს დროს მისცემს, რომ დაასრულონ შიდა ტურნირები და მოემზადონ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის.
პანდემიის გავლენა ჯანმრთელობაზე
ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის ეს დაძაბულობითა და გაურკვევლობით აღსავსე პერიოდია. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შესაძლოა გაიზარდოს იმ ბავშვების რისკები, რომლებიც კრიზისამდეც დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს ეხება ბავშვებს უკიდურესად ღატაკი ოჯახებიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. დახურული სკოლები და თვითიზოლაცია გახდა ‘ახალი ნორმა’, მშობლებს ესაჭიროებათ მრავალმხრივი მხარდაჭერა თავიანთი შვილების ჯანმრთელობის დაცვის, განვითარებისა და სწავლის უზრუნველსაყოფად.
ავტორი
UNICEF



Comments